2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, APM Terminals Poti-ს მიერ ჯამში 324 017 TEU კონტეინერი დამუშავდა. წლიურ ჭრილში კლება 6.8%-ია. კომპანიაში განმარტავენ, რომ გასულ წელს მკვეთრად გაზრდილი ტვირთბრუნვის შემდეგ, პროცესმა დასტაბილურება დაიწყო.
მეორე კვარტალში ყველაზე მეტი – რეკორდული რაოდენობის კონტეინერი მაისში დამუშავდა.
კონტეინერის დამუშავების მაჩვენებელი „ფოთის საზღვაო ნავსადგურში“
მაისი – 53129 TEU
ივნისი – 46548 TEU
ივლისი – 51839 TEU
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 7 თვეში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ჯამში 187 საკონტეინერო გემი მიიღო. ამასთან, 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე ნავსადგურში 47 562 მანქანა დამუშავდა. მათ შორის, ივლისში 2024 წლიდან დღემდე ყველაზე მეტი ავტომანქანის დამუშავება მოხდა.
ავტომობილების დამუშავების მაჩვენებელი„ფოთის საზღვაო ნავსადგურში“
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის…
ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს…
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…